სიახლე დეტალურად

90 -ე სეზონის გახსნა!

 

მარჯანიშვილის თეატრი რიგით 90-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება!!!

ჩვენი შემოდგომის  გეგმები კი ასე გამოიყურება

 

 

 

 

პრემიერები

           -  დიდი სცენა

  •  3, 4 ოქტომბერი

            ლაშა ბუღაძე

            ნავიგატორი

            რეჟისორები –  ლევან წულაძე, ანა ცუცქირიძე
 

         პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული შოუქეისის  ფარგლებში.

         -  სარდაფი

  • გეორგ ბიუხნერი
    ვოიცეკი
    რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე

 

  • გასტროლი იტალიაში - ლევან წულაძე „ტექსტის და სიჩუმის გარეშე“  მოდენაში ბრუნდება.  მარჯანიშვილის თეტრის სპექტაკლი  BEGALUT - უცხოობაში 21 და 22 ოქტომბერს VIE FESTIVAL - ზე

 

  • საერთაშორისო პროექტები
  • 26 – 29 ოქტომბერს,  თბილისში,  მარჯანიშვილის თეატრი და ევროპის თეატრების კონვენცია მასპინძლობს გენერალურ ასამბლეას და საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას თემაზე ,,მითოლოგიიდან ახალ ტექნოლოგიამდე“ 

 

  • 25 – 26 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს პროექტის - „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“ პარტნიორების და მოწვეული ექსპერტების სამუშაო შეხვედრას.

 

  • 3 – 18 სექტემბერი.
    თეატრის თანამშრომლობა გრძლედება  ევროპის თეატრების კონვენციათან, რაც გულისხმობს  კიდევ ერთი ახალი  პროექტის განხორციელებას.  "თეატრი დიალოგია - კულტურათა დიალოგი აღმოსავლეთ ევროპის თეატრებთან".

 

         პროექტის ფარგლებში  ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორი  ავთო დიასამიძე და ანა ცუცქირიძე მიწვეულნი არიან   უკრაინაში Gogol Fest - ზე,   სადაც                  უკრაინელი მსახიობების მონაწილეობით განახორციელებენ დადგმას.

         ამავე პროექტის ფარგლებში  უკრაინელი ახალგზრდა კულტურის მენეჯერი სტაჟირებას გაივლის  მარჯანიშვილის თეატრში  1  - 30 ოქტომბრის ჩათვლით.