9, 15 თებერვალს და 2 მარტს - „შატო მერე“ და მარჯანიშვილის თეატრი წარმოგიდგენთ!

9, 15 თებერვალს და 2 მარტს - „შატო მერე“ და მარჯანიშვილის თეატრი წარმოგიდგენთ!

 

 

მაშ ასე!

ყოველდღიური  ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად,   ზამთრის მიწურულს,  თებერვლის ჯადოსნურ საღამოებს ტრადიციულად   კახეთში „შატო მერეში“ ვატარებთ!

წამოგვყევით!

9, 15 თებერვალს და 2 მარტს -  „შატო მერე“  და მარჯანიშვილის თეატრი  წარმოგიდგენთ:
 

 

 

9 თებერვალი
ნილ საიმონი
კაცები

მამაკაცები...   ქალებს ყოველთვის აინტერესებთ რაზე საუბრობენ მამაკაცები როცა ერთად იკრიბებიან. რითი ერთობიან? რა შეხედულებები აქვთ სიყვარულზე და ოჯახურ ურთიერთობებზე? სპექტაკლი  „კაცები“  სწორედ ერთერთ ასეთ  საიდუმლო შეკრებაზეა - მამაკაცების ერთობლივი განმარტოების სურვილის მიზეზებსაც გავიგებთ.   

დასაწყისი 20:00
ბილეთის ფასი 20 ლარი

 

15 თებერვალი
ნილ საიმონი
ქალები

„ქალები“  კი რა თქმა უნდა, მათზეა -  ქალბატონებზე.

ქალბატონები.... რაში მდგომარეობს მათთვის ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო?...როგორ წარმოუდგენიათ მათ  სრულყოფილი ცხოვრება? შეუძლია თუ არა რეალური ცხოვრების ერთფეროვნება სიყვარულმა გააფერადოს თუ უფრო სასიამოვნოა გაექცე ყველანაირ ყოფით პრობლემას და  ჩაიკეტო საკუთარ თავში...

დასაწყისი 20:00
ბილეთის ფასი 20 ლარი


2 მარტი
თითების თეატრი

ქართული ფანტაზიები

პატარა და განსაკუთრებული თეატრალური სცენა შატო მერეში და სცენაზე თითებით საქართველოს პატარა და დიდი ამბებია - პირველი ევროპელებიდან დაწყებული , არგონავტები, მედეა, შოთა რუსთაველის გმირები. ნიკო ფიროსმანი თავისი ქალბატონებით და ლომებით. ყველაფერი ფანტაზიაა. ყველაფერი მალე გაქრება.

დასაწყისი 18:00
ბილეთის ფასი 10 ლარი

 

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია  „შატო მერეში“
ტელეფონი: +995  595990399